Die Suppe

„Die Suppe schmeckt super gut, Mama!!“ – Das höre ich gerne! Welche Mama hört es denn nicht gerne? Vor allem, wenn das Kompliment tatsächlich an die italienische Hühner-Karotten-Blumenkohl-Suppe (garniert mit Parmesan) und nicht an die fast food-Burger und Pommes gerichtet ist!

Continue reading “Die Suppe”

Willkommen in unserer Gesellschaft!

Es gibt kaum einen Menschen, der nicht seine Meinung über das ziemlich beliebte Thema: Flüchtlinge geäußert hat. Doch mir fällt es nicht einfach, darüber zu sprechen. Denn ich bin Flüchtling, seit ich zehn bin (Bürgerkrieg, Georgien 1992) und meine, zu wissen, was ein Flüchtling fühlt.

Es ist schlimm, dass es Menschen gibt, die versuchen, vom Krieg zu profitieren. Doch es ist so, es war schon immer so und es wird immer so sein, solange es irgendwo auf der Welt Krieg gibt.

Continue reading “Willkommen in unserer Gesellschaft!”

Man muss nur das System verstehen!

Ich glaube an Systeme, an logische, flexible und funktionierende Systeme. Von außen betrachtet wirken viele Systeme unterschiedlich, doch gibt es sehr viele Gemeinsamkeiten.

Meine Lieblingssysteme sind: Familie und Unternehmen. In diesen Beiden bewegen wir uns tag-täglich und dürfen erleben, wie sich die Zugehörigkeit zu einem System als ein Teil anfühlt. Das ist ein schönes Gefühl. Continue reading “Man muss nur das System verstehen!”

Frau ./. Mann oder auch nicht!

Sind wir wirklich so unterschiedlich? Können Männer wirklich einfach an nichts denken? Ist es wirklich so schwierig, sich auszusprechen? Oder sind alle Männer wirklich gleich?

Wie oft haben wir, Frauen uns das schonmal gefragt… Und auch beschlossen, dass alle Männer gleich sind (z. B., um eine verzweifelte Freundin zu trösten, es liege nicht an ihr). Wir rechtfertigen oft einiges damit, dass die Männer angeblich nicht so weit denken wie wir. Und auch stellen sie viel zu selten die wichtigste Frage überhaupt, nämlich “WARUM”! Continue reading “Frau ./. Mann oder auch nicht!”

“დედა კლინიკაში ყველაფერს აკეთებს, ფისისაც კი!”

ბავშვების გამოყვანას საბვშვო ბაღიდან იშვიათად ვახერხებ. და ყოველ ჯერზე ჩემი მისვლა მათთვის ნამდვილი დღესასწაულია. ოთხი (ორი ყავისფერი, ორი ცისფერი) თვალი მარგალიტივით ბრწყინავს და ვერ მალავს იმ ემოციას, რომელიც ორ  პატარა გულში ერთნაირად ზღვავდება, დიდ სიხარულს.

აღმზრდელები მიყვებიან ხოლმე, რას აკეთებენ ბავშვები ბაღში დღის განმავლობაში, რას ამბობებენ… ყველაზე სასაცილოა ლუკასა ფრაზა, ოთხის წლის ბავშვის აღქმა: “დედა კლინიკაში ყველაფერს აკეთებს, ფისისაც კი!”

“ყველაფრის” კლინიკაში კეთება ჩემი სამსახურია, ჩემი ცხოვრების მეორე მხარე. თუმცა, ძნელია თქმა, რომ ცხოვრების ამ ორი მხარის, პირადი ცხოვრების და სამსახურის ერთმანეთსგან დაშორებას ვახერხებთ, ისე, როგორც გვარიგებენ. არის კი ეს გაყოფა შესაძლებელი? ან საერთოდ რისთვის არის ეს სასურველი და კარგი?

არსებობენ ადამიანები, რომელთაც სამსახურის ოფიციალური დაწყების წუთამდე კარის წინ დგომა ურჩევნიათ ფირმის შენობაში შესვლას.  ცუდ ამინდში მანქანაში სხედან. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. რატომ აკეთებენ ამას? რა ქვია ასეთ ურთიერთობას დამსაქმებლის მიმართ? რას უნდა მოელოდოს დამსაქმებელი ამგვარად განწყობილი კადრისგან? და შესაძლებელია თუ არა ასეთი ფირმის ნაწარმი თუ მომსახურება იყოს კარგი ხარისხის?

მე ჩემს პირად ცხოვრებას და სამსახურს ვერ ვყოფ ასე მკაცრად. ვფიქრობ, ასე რომ იყოს, ჩემს საქმეს კარგად ვერ გავაკეთებდი. თუმცა, დიდი ძალისხმევა მჭრდება იმისათვის, რომ ბოლომდე ერთ საქმიანობას მივუძღვნა მთელი ენერგია და ერთის კეთებისას მეორეზე არ ვიფიქრო. არაერთხელ დამმართნია, რომ ბავშვებსთვის წიგნი წამიკითხავს და ბოლოს შინაარსიც არ მცოდნია მიახლოებით,რადგან გონებრივად სამსახურში ვყოფილვარ. ეს ცუდია. თუმცა კონცენტრაციის ვარჯიშით შესაძლებელია სწავლა, თუ როგორ ვიყოთ მხოლოდ ერთი საქმით დაკავებული,ზოგჯერ აბსულოტურად, ზოგჯერ ნაწილობრივ, ისე, რომ გონებრივად იქეთ-აქეთ არ ვიხტუნაოთ. ჩემთვის სისტემა შევიმუშავე, რომელიც კონკრეტულ მაგალითში ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: საღამოს, სანამ ბავშვები მამასთან ერთად თამაშობენ და მე მარტო ვამზადებ ვახშამს, მართალია, იმდედან ყურადღებით უნდა ვიყო, რომ სუპი არ დამიმლაშდეს, მაგრამ სამსახურზე ფიქრიც ნებადართულია. მაგარმ თუკი ბავშებთან ერთად ბლინებს ვაცხობთ, სამსახური ტაბუა! აქ მთავარი თემა: ერთობლივი ივენთი, ბლინების ცხობაა! ბავშვებისათვის განკუთვნილი დრო მთლიანად ბავშვებს ეკუთვნის!

თქმა ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე შესრულება. მე არ ვიცავ იმ პოზიციას, რომ ეს ყველაფერი ადვილია, მაგრამ განა ჩვენ არ ვეუბნებით ჩვენ შვილებს, რომ ყველაფრის სწავლა შესაძლებელია, თუკი საკმარისად ვიმეცადინებთ? ჰოდა, ეს პრინციპი ჩვენზე, დიდებზეც ვრცელდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ “უფროობის” მომენტი არ გაჩნდეს, ანუ ბავშვებმა არ იფიქრონ, ჩვენთვის სამსახური უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისინი. ამას ჩვენი გონებრივი (და არა მარტო ფიზიკური) მათთან ყოფნით მივაღწევთ. და თუკი საქმეს ასე მივუდგებით და სიამოვნებით გავატარებთ დროს ჩვენს შვილებთან, შევძლებთ ლაღად და მხიარულად მივიღოთ მათი ასეთი ფრაზაც კი:

“დედა კლინიკაში ყველაფერს აკეთებს, ფისისაც კი!”

“ყველა მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს!”

“ყველა მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს”, – ეს ჩემი შვილის, ოთხი წლის ლუკას სიტყვებია, რომლებმაც შთამაგონეს, ამ ელექტრონული ქაღალდისთვის მიმემართა. მართალია, იმ დედათა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც მარგალიტებივით აგროვებენ ყველა დეტალს თავიანთი შვილების შესახებ (მე ალბომიც კი არ შემიდგენია / ასე ვთქვათ, მემატიანე, სადაც პირველი ნაბიჯები, სიტყვები, კბილები ფიქსირდება), მაგრამ ლუკას ამ წინადადებამ იმდენად გამაოცა, რომ ვიფიქრე, აქედან აუცილებად რაღაც უფრო მეტი გამეკეთიბა.

…და გამახსენდა ჩემი ძველი ჰობი თუ გატაცება, წერა.

Continue reading ““ყველა მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს!””