ბავშვების გამოყვანას საბვშვო ბაღიდან იშვიათად ვახერხებ. და ყოველ ჯერზე ჩემი მისვლა მათთვის ნამდვილი დღესასწაულია. ოთხი (ორი ყავისფერი, ორი ცისფერი) თვალი მარგალიტივით ბრწყინავს და ვერ მალავს იმ ემოციას, რომელიც ორ პატარა გულში ერთნაირად ზღვავდება, დიდ სიხარულს.
აღმზრდელები მიყვებიან ხოლმე, რას აკეთებენ ბავშვები ბაღში დღის განმავლობაში, რას ამბობებენ… ყველაზე სასაცილოა ლუკასა ფრაზა, ოთხის წლის ბავშვის აღქმა: “დედა კლინიკაში ყველაფერს აკეთებს, ფისისაც კი!”
“ყველაფრის” კლინიკაში კეთება ჩემი სამსახურია, ჩემი ცხოვრების მეორე მხარე. თუმცა, ძნელია თქმა, რომ ცხოვრების ამ ორი მხარის, პირადი ცხოვრების და სამსახურის ერთმანეთსგან დაშორებას ვახერხებთ, ისე, როგორც გვარიგებენ. არის კი ეს გაყოფა შესაძლებელი? ან საერთოდ რისთვის არის ეს სასურველი და კარგი?
არსებობენ ადამიანები, რომელთაც სამსახურის ოფიციალური დაწყების წუთამდე კარის წინ დგომა ურჩევნიათ ფირმის შენობაში შესვლას. ცუდ ამინდში მანქანაში სხედან. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. რატომ აკეთებენ ამას? რა ქვია ასეთ ურთიერთობას დამსაქმებლის მიმართ? რას უნდა მოელოდოს დამსაქმებელი ამგვარად განწყობილი კადრისგან? და შესაძლებელია თუ არა ასეთი ფირმის ნაწარმი თუ მომსახურება იყოს კარგი ხარისხის?
მე ჩემს პირად ცხოვრებას და სამსახურს ვერ ვყოფ ასე მკაცრად. ვფიქრობ, ასე რომ იყოს, ჩემს საქმეს კარგად ვერ გავაკეთებდი. თუმცა, დიდი ძალისხმევა მჭრდება იმისათვის, რომ ბოლომდე ერთ საქმიანობას მივუძღვნა მთელი ენერგია და ერთის კეთებისას მეორეზე არ ვიფიქრო. არაერთხელ დამმართნია, რომ ბავშვებსთვის წიგნი წამიკითხავს და ბოლოს შინაარსიც არ მცოდნია მიახლოებით,რადგან გონებრივად სამსახურში ვყოფილვარ. ეს ცუდია. თუმცა კონცენტრაციის ვარჯიშით შესაძლებელია სწავლა, თუ როგორ ვიყოთ მხოლოდ ერთი საქმით დაკავებული,ზოგჯერ აბსულოტურად, ზოგჯერ ნაწილობრივ, ისე, რომ გონებრივად იქეთ-აქეთ არ ვიხტუნაოთ. ჩემთვის სისტემა შევიმუშავე, რომელიც კონკრეტულ მაგალითში ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: საღამოს, სანამ ბავშვები მამასთან ერთად თამაშობენ და მე მარტო ვამზადებ ვახშამს, მართალია, იმდედან ყურადღებით უნდა ვიყო, რომ სუპი არ დამიმლაშდეს, მაგრამ სამსახურზე ფიქრიც ნებადართულია. მაგარმ თუკი ბავშებთან ერთად ბლინებს ვაცხობთ, სამსახური ტაბუა! აქ მთავარი თემა: ერთობლივი ივენთი, ბლინების ცხობაა! ბავშვებისათვის განკუთვნილი დრო მთლიანად ბავშვებს ეკუთვნის!
თქმა ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე შესრულება. მე არ ვიცავ იმ პოზიციას, რომ ეს ყველაფერი ადვილია, მაგრამ განა ჩვენ არ ვეუბნებით ჩვენ შვილებს, რომ ყველაფრის სწავლა შესაძლებელია, თუკი საკმარისად ვიმეცადინებთ? ჰოდა, ეს პრინციპი ჩვენზე, დიდებზეც ვრცელდება.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ “უფროობის” მომენტი არ გაჩნდეს, ანუ ბავშვებმა არ იფიქრონ, ჩვენთვის სამსახური უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისინი. ამას ჩვენი გონებრივი (და არა მარტო ფიზიკური) მათთან ყოფნით მივაღწევთ. და თუკი საქმეს ასე მივუდგებით და სიამოვნებით გავატარებთ დროს ჩვენს შვილებთან, შევძლებთ ლაღად და მხიარულად მივიღოთ მათი ასეთი ფრაზაც კი:
“დედა კლინიკაში ყველაფერს აკეთებს, ფისისაც კი!”