“ყველა მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს”, – ეს ჩემი შვილის, ოთხი წლის ლუკას სიტყვებია, რომლებმაც შთამაგონეს, ამ ელექტრონული ქაღალდისთვის მიმემართა. მართალია, იმ დედათა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც მარგალიტებივით აგროვებენ ყველა დეტალს თავიანთი შვილების შესახებ (მე ალბომიც კი არ შემიდგენია / ასე ვთქვათ, მემატიანე, სადაც პირველი ნაბიჯები, სიტყვები, კბილები ფიქსირდება), მაგრამ ლუკას ამ წინადადებამ იმდენად გამაოცა, რომ ვიფიქრე, აქედან აუცილებად რაღაც უფრო მეტი გამეკეთიბა.
…და გამახსენდა ჩემი ძველი ჰობი თუ გატაცება, წერა.
საღამოს, ბავშვებმა რომ დაიძინეს, ოლის ბლოგის ძირითადი პრინციპის შესახებ შევეკითხე. მანაც, როგორც ჩვევია, მშრალად ამიხსნა, თუ როგორ ფუნქციონირებს ბლოგი. თუმცა, ამ სიმშრალის მიღმა მისი დიდი აღფრთოვანება იმალებოდა (“ვაშა, ჩემი ცოლი უფრო მეტ დროს გაატარებს ინტერნეტში / კომპიუტერთან!”)
მეორე დღეს ჩემი ბლოგი უკვე მზად იყო. ამიტომ მიყვარს IT-ადმინისტრატორის ცოლის პოზიცია!
პირველი, რის შესახებაც დავწერ, არიან ბავშვები. მე ორი მყავს და იმ ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობ, ვუსწრებ საშუალო მაჩვენებელს (გერმანიაში ერთ ქალზე საშუალოდ 1,5 ბავშვი მოდის, მონაცემები საქართველოდან სამწუხაროდ ვერ ვიპოვე!). ამით ამაყი ვარ, თუმცა ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე, ხომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ, რადგან სრული განაკვეთით ვმუშაობ და თან იმ პერიოდიდან, როდესავ ბავშვები ჯერ ერთი წლისაც კი არ იყვნენ…
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამსახურში ბევრი უსიამოვნებაა (და არა მაშინ, როდესაც ბევრი საქმეა!), გვიჩნდება ყველა მომუშავე დედას კითხვა, რატომ ვართ აქ და უფრო კარგი ხომ არ იქნებოდა, ახლა ჩვენ შვილებთან ვიყოთ. ბევრი მეკითხება კიდეც, ხომ არ ვნანობ, რომ ამდენს ვმუშაობ და ამ დროს ბავშვებთან არ ვატარებ…
ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი მაქვს: არა. არ ვნანობ. არსებობენ ისეთი ქალებიც, როგორიც მე ვარ და ვფიქრობ, ჩვენც უნდა მოგვეცეს შანსი, ვიყოთ კარგი დედები და იმის შანსიც, ჩვენგან მიღებული გადაწყვეტილებები განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი სამსახურის და ოჯახის ჰარმუნიული შერწყმა, მაგრამ განა ადვილია მუდმივად ოჯახის სამსახურში ყოფნა? საბოლოოდ მაინც გადამწყვეტია, თუ რა გვინდა ჩვენ და რა გვანიჭებს ბედნიერებას.
ერთხელ მკითხეს, თუ როგორ ვუმკლავდები ამ ტვირთს, ბავშვებს სამსახურის პარალელურად. სიტყვა “ტვირთი” კონტექსტში ისეთ არაჩვეულებრივ არსებებთან, როგორიც არიან ბავშვები იმდენად ეუხამუშათ ყურებს, რომ მშვიდი სინდისით ამის ტრასფერირება ტვინამდე ვერ შეძლეს და პილპილივით გაწითლდნენ. მე ვფიქრობ, სწორედ ეს არის ჩემი პირადი გამოსავალი მდგომარეობიდან: ბავშვები და სამსახური. ბავშვები არი არიან ტვირთი. ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც, რომ ისინი ამ პლანეტაზე პირადად ჩემი გაბედნიერებისთვის არიან მოვლენილი. ამ მისიას ისინი არაჩვეულებრივად ასრულებენ. ამისთვის მე მათი ძალიან მადლობელი ვარ!
მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ჩემს მოვალეობას აღტაცებით ვასრულებ, თუმცა ხშირად სტრესულ ან არასასიამოვნო სიტუაციებშიც ვხვდები, ეს ნორმალურია.
მთავარია, ჩვენ ყოველთვის ვეცადოთ, ჩვენი შვილები ჩვენს / დიდების სტრესს ავარიდოთ ან თუნდაც სხვაზე გაბრაზებულებმა მათზე არ ვიყაროთ ჯავრი. რა თქმა უნდა, უფრო იოლია, ამ პატარა, დაუცველ ადამიანებს ვუყვიროთ, ვიდრე კოლეგას, რომელზეც გაბრაზებული ვართ ან თუნდაც უფროსს. ბავშვები სუსტები არიან, თავს ვერ იცავენ და ვერც ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლება შეუძლიათ. გამოთქმა “დაბალი ღობე” ამ შემთხვევაში ზუსტად ზედგამორილია. დაბალ ღობეს უფრო იოლად ვახტებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ასე ბავშვებთან არ უნდა მოვიქცეთ. პირიქით: მათ უნდა ვხედავდეთ, როგორც რესურსს, რომლებიც ჩვენში დადებით იმპულსებს აღვიძებენ. და თუკი ამ ყველაფერს ამ კუთხით შევხედავთ, აღმოვაჩენთ, თუ რამდენად სასიამოვნოა მათთან დროის გატარება და რომ ისინი ჩვენგან მხოლოდ და მხოლოდ სათუთ და თბილ მოპყრობას იმსახურებენ.
რა თქმა უნდა, გვაბრაზებენ ჩვენი შვილები და რა თქმა უნდა, მივყავართ მათ ჩვენ გარკვეულ ემოციურ ზღვრამდე, მაგრამ განა ისინი არ არიან ის პიროვნებები, რომელთაგანაც ამას ყველაზე მეტად და მსუბუქად უნდა ვიღებდეთ? სწორი მიდგომით ნამდვილად რელაურია, სამსახურის და შვილების ჰარმონუილი შერწყმა და რავ მთავარია, სინდისის ქენჯნის გარეშე…
ყველა მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს!
მომეწონა. მადლობა. გულში ჩამწვდა <3
Sehr schön geschrieben Maka! Ich finde es toll dass Du jetzt Bloggerin bist mach weiter!
Sehr schön geschrieben Maka. Bleib auf jeden Fall dran und mach weiter
Genau meine Meinung, mach weiter so.